WikiLeaks არ არის News of the World

ბრიტანეთში გასულ წელს აწ უკვე დახურულ ტაბლოიდ News of the World-თან დაკავშირებით დიდი სკანდალი დატრიალდა. გაზეთი დამნაშავედ ცნეს რიგითი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის და უსაფრთხოების მრავალჯერად დარღვევაში, საქმეებს შორის ყველაზე გახმაურებული და სავარაუდოდ, NotW-ის დახურვის გამომწვევი კი, ახალგაზრდა მოკლული ბრიტანელი გოგონას მობილურ ტელეფონში შეღწევა და მისი SMS-ების წაშლის ამბავი გახდა, რაც გაზეთმა მშობლების შეცდომაში შეყვანის მიზნით გააკეთა. ტაბლოიდი გამოძიების და საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად  დაიხურა.

გასულ კვირებში, ჟურნალისტი ჯულიან ასანჟის (Julian Assange) მიერ დაარსებული ვებ-გვერდი WikiLeaks-ის თემის იუნესკოს კონფერენციაზე განხილვისას, ვებ-გვერდის წარმომადგენლები შეკრებაზე ჯერ არ დაუშვეს, მოგვიანებით კი დასწრების უფლება მისცეს, თუმცა სიტყვით გამოსვლა აუკრძალეს. თუმცა ამაზე არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტი თავად კონფერენციაზე მოხდა, სადაც გამომსვლელებმა დარღვევების გამომააშკარავებელი (‘whistleblower’) ვებ-გვერდი NotW-ს შეადარეს. შედარების უხეში უზუსტობის მიუხედავად, ეს ‘მსგავსება’ შესაძლოა, ბევრ რიგით ადამიანსაც გაუჩნდეს: როგორც გაზეთის, ისე ასანჟის ვებ-გვერდის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები განიხილებ(ოდ)ა და ორივე ორგანიზაციას დაუმორჩილებელი და საკუთარი საქმიანობის ინტერესებით მოქმედი ერთეულის იმიჯი შეექმნა.

ამის გათვალისწინებით, ბლოგის noh8er.tumblr.com ავტორმა, რომელიც ნახსენებ ბლოგზე WikiLeaks-თან დაკავშირებულ თემებს განიხილავს, პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც WikiLeaks-ის NotW-ისგან განმასხვავებელ ოთხ პუნქტს გამოყოფს:

1. WikiLeaks პირადულობის ‘გატეხვით’ არაა დაკავებული, ის იმ ანონიმური წყაროების (გამომააშკარავებლების) მიერ მიწოდებული ინფორმაციის პასიური მიმღებია, რომლებიც გაბედულად მოქმედებენ საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, კორპორაციათა და მთავრობათა მიერ კრიმინალის ან არასწორი ქმედების დაფარული, შიდა სამხილის აღმოსაჩენად.

2. მერდოკის [Rupert Murdoch, NotW და სხვა ტაბლოიდების გამომცემელი] პრესისგან განსხვავებით, WikiLeaks მოქალაქეთა პირადი საქმიანობით არაა დაინტერესებული. ორგანიზაცია პატივს სცემს პირადულობის უფლებას.

3. WikiLeaks-ს სწამს სახელმწიფოთა და დიდ კორპორაციათა მიერ იმ მოქალაქეთა მიმართ პასუხისმგებლობის და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვისა, რომელთაც ისინი, მათი თქმით, ემსახურებიან და რომელთა ცხოვრებაზეც მათ მიერ წარმოებული პოლიტიკა პირდაპირ და ირიბად ახდენს გავლენას.

4. WikiLeaks სამართლებრივად არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც თითქმის მთლიანად საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით მოქმედებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალა ემსახურება არა მოგების მიღებას, არამედ საზოგადო ინტერესს. პირადი კომუნიკაციის ‘გატეხვა’ (შიდა გამომააშკარავებელთაგან ინფორმაციის მიღებისგან განსხვავებით) საზოგადო ინტერესს არ ემსახურება; უფრო მეტიც, ეს საზოგადო ინტერესის საწინააღმდეგოა და აქედან გამომდინარე, WikiLeaks ამით არაა დაკავებული. ის სახელმწიფოთაგან ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის პრინციპის დაცვაზე მუშაობს.

About თორნიკე

Patience is a virtue

გამოხმაურება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s